დაჯავშნის ონლაინ მოდული

ვებგვერდებისა და სოციალური არხებისათვის

ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების ონლაინ დაჯავშნის მოდული საშუალებას მოგცემთ ფეხი აუწყოთ დროს და დააკმაყოფილოთ ყველაზე მომთხოვნი სტუმრები. ბევრი ოტელიერს აქვს საკუთარი ვებგვერდი, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია მხოლოდ ამით არ ჩამორჩეს მუდმივად განვტარებად ონლაინ ტურისტულ სააგენტოებს. მათთან მუშაობა და ოთახების მათ პლატფორმაზე განტავსება მოითხოვს თანამედროვე მოდულებს, რომელთა განვითარებაც ყოველთვის შესაძლებელი არ არის.

მსგავსი შემთხვევბისთვის OtelMS-მა შეიმუშავა სპეციალური მოდული, რომელიც ნებისმიერ ვებგვერდს ერგება. შეგიძლიათ იგი ყოველგვარი ცვლილებების გარეშე დააყენოთ თქვენს ვებგვერდზე, იმუშაოთ ონლაინ ტურისტულ სააგენტოებთან და გაზარდოთ გაყიდვები! ჩვენი დაჯავშნის მოდულის წყალობით თქვენ არა მხოლოდ თქვენს ვებგვერდს აქცევთ ეფექტური გაყიდვის პლატფორმად, არამედ ასევე თქვენს სოციალურ ქსელსაც (Vkontakte და Facebook) და არ გაუშვებთ არც ერთ პოტენციურ მომხარებელს!

სისტემის ინტერფეისი არის ინტუიციური და არ საჭიროების დიდხანს სწავლას ან მისი გამოყენების ინსტურქციას, ან მის გამოსაყენებლად ვიდეოების მოძიებასა და ყურებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ და თქვენი მომსახურე პერსონალი წუთებში ისწავლით მის მთელ ფუნქციონალს. თუ მაინც გექნებათ დამატებითი კითხვები, ჩვენი უფასო ტექნიკური მხარდაჭერა ყოველთვის გაგცემთ პასუხს!

გახსოვდეთ, რომ თქვენი საკუთარი არხების საშუალებით თქვენი ოთახის დაჯავშნის შესაძლებლობის რეალიზება გაზრდის ოთახების გაყიდვადობას და თქვენი რეგულარული კლიენტების რაოდენობას. და რაც მთავარია, ჩვენ არ ვიღებთ საკომისიოს დაჯავშნის საფასურიდან, ანუ ყველა ჯავშანი შემოსული თქვენი ვებგვერდიდან და სოციალური ქსელიდან თქვენი პირადი გაყიდვებია!

დაჯავშნის ონლაინ მოდულით სარგებლობისათვის: შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა საიტზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 (32) 205-3204. რეგისტრაციის დადასტურებიდან რამდენიმე საათში თქვენ უკვე გექნებათ სისტემა სრული ფუნქვიონალით და შეძლებთ მის სრულყოფილად გამოყენებას!

დამატებით, ჩვენ გთავაზობთ სპეციალურ შემოთავაზებას. დარეგისტრირდი საიტზე და ისარგებლე სისტემით უფასოდ 1 თვის განმავლობაში.

გასაგები და მოსახერხებელი ყველა სტუმრისათვის.

მხოლოდ თავისუფალი ნომრების გაყიდვა

გაზარდეთ სასტუმროს ეფექტურობა და შემოსავალი

დარეგისტრირდით და ისარგებლეთ სისტემით უფასოდ 1 თვის განმავლობაში

რეგისტრაცია